Friday, July 9, 2010

პროექტი

მთავარი თემა. ფერწერა
მნიშვნელობა/აქტუალობა. მოსწავლეები იმუშავებენ ფერზე და ფერთა შეხამებაზე
მიზნები და შედეგები. ს.გ. IV.1 მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას

ს.გ. IV.4 მოსწალვე გამოსახავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებსა და იდეებს ნამუშევარში

ს.გ. IV.6 მოსწავლე მუშაობს გუნდში პრობლემის გადასაჭრელად
თემატური ელემენტები. ცივი და თბილი ფერები.
შედგენილი ფერები.ფერთა გრადაცია.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ აკვარელისა და გუაშის გამოყენება.
შეფასების საგანი და პროცედურები. ფასდება ჩართულობა, პრეზენტაცია და შემოქმედებითობა
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო. სახელმძღვანელო, ფურცლები, ფუნჯი, აკვარელი, გუაში, ფანქრები, კოპმიუტერი, პროექტორი, ვიდეომასალა ფიროსმანის შემოქმედების შესახებ
გაკვეთილის მსვლელობა. გაკვეთილს ვიწყებ თემის შერჩევით მოსწავლეების აზრის გათვალისწინებით (10 წუთი);
ვირჩევთ სამუშაო მასალას (2 წუთი);
ვიწყებთ მუშაობას, იქმნება ჩანახატი (20 წუთი);
შემდეგ ხდება ფერების შეტანა (10 წუთი);
საშინაო დავალება (3 წუთი)
დიფერენცირებული სწავლება. კლასში არის 2 ასეთი მოსწავლე, რომლებსაც უფრო მრავალმხრივად ვესაუბრები თემის ირგვლივ, რომ უკეთ აღიქვან სამუშაო.







კრიტერიუმი მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
1–2 3–5 6–8 9–10
ჩართულობა არ არის ჩართული არასაკმარისად ჩართულია საკმრისად ჩართულია ბოლომდე ერთვება გაკვეთილის პროცესში
პრეზენტაცია ვერ ახერხებს მასალის პრეზენტირებას უჭირს მასალის პრეზენტირება ახერხებს მასალის პრეზენტირებას გამართულად წარმოადგენს მასალას
შემოქმედობითობა არ არის შემოქმედებითი ნაკლებად შემოქმედებითია საკმარისად შემოქმედებითია შემოქმედებითია